მიმოხილვა

იურიდიული ოფისი LCIM   – ამხანაგობის ტიპის ადვოკატთა გაერთიანებაა, რომელიც დაფუძნებულია 2007 წელს მრავალწლიანი მაღალპროფესიული გამოცდილების მქონე იურისტთა ჯგუფის მიერ.

იურიდიული ოფისის მისიაა მოქალაქეებისათვის, კომპანიებისათვის და შესაბიმისი საჭიროების მქონე სხვა სუბიექტებისათვის მაღალკვალიფიციური და შედეგზე ორიენტირებული იურიდიული მომსახურების გაწევა, იურიდიული პროფესიის განვითარება, ადამიანის საყოველთაოდ აღიარებული უფლებებისა და თავისუფლებების სწავლება და დაცვა.

კვალიფიციური სამართლებრივი დახმარება, კლიენტთა მომსახურების მაღალი სტანდარტი,  მრავალწლიანი პროფესიული გამოცდილება და შედეგზე ორიენტირებული საქმისწარმოება (ხვადასხვა ფიზიკურ და კერძო სამართლის  იურიდიულ პირებთან, ადმინისტრაციულ ორგანოებში, საერთო სასამართლოებში, საკონსტიტუციო სასამართლოში, ადამიანის უფლებათა ევროპულ სასამართლოში) ის პრიორიტეტებია, რის გამოც იურიდიული ოფისი  LCIM  გამორჩეულია.

იურიდიული ოფისი LCIM-ის ერთ-ერთი უმთავრესი მიზანია მსმენელთა კვალიფიკაციის ამაღლება, მათი მომზადება  როგორც თეორიული, ისე პრაქტიკული  საქმიანობისათვის. სამართლის ტრენინგ  ცენტრი LCIM მსმენელებს (სტუდენტებს, იურისტებს) სთავაზობს ხარისხიან, გრძელვადიან და მოკლევადიან სასწავლო პროგრამებს სამართლის სხვადასხვა სფეროში,  რის შედეგადაც მსმენელებს შესაძლებლობა მიეცემათ შეისწავლონ/გამოიმუშაონ პრაქტიკული და პროფესიული უნარ-ჩვევები.

ტრენინგებს წარმართავენ სამართლის სფეროში აღიარებული, მაღალკვალიფიციური,  მრავალწლიანი გამოცდილების მქონე იურისტები (სხვადასხვა უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებების ლექტორები, მოსამართლეები, ადვოკატები) ამიტომ ცენტრში ხარისხიანი განათლების მიღება და  პროგრესი პროფესიულ განვითარებაში  უზრუნველყოფილია