უზენაესი სასამართლოს ახალი კრებული ადმინისტრაციულ საქმეებზე

h

 

უზენაესი სასამართლოს ეროვნული სასამართლო პრაქტიკის შესწავლისა და განზოგადების განყოფილებამ გამოსცა უზენაესი სასამართლოს გადაწყვეტილებათა ახალი კრებული (2019  # 2) ადმინისტრაციულ საქმეებზე.

კრებული ეძღვნება შრომით სამართალს და მოიცავს ძალოვანი სტრუქტურიდან, ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოებიდან, სამინისტროდან გათავისუფლების კანონიერების საკითხებს.

იხილეთ:

2019 წლის # 2 გადაწყვეტილებათა კრებული ადმინისტრაციულ საქმეებზე

ბავშვის უფლებათა განმარტებითი ლექსიკონი-ცნობარი

d

საქართველოს უზენაესი სასამართლოს ანალიტიკური განყოფილების კვლევისა და ანალიზის ცენტრის ფარგლებში გამოიცა ბავშვის უფლებათა განმარტებითი ლექსიკონი-ცნობარი.

ბავშვის უფლებათა განმარტებითი ლექსიკონი-ცნობარი ბავშვებთან მიმართებით, სამართალწარმოების თავისებურებების გათვალისწინებით, განმარტავს 300-ზე მეტ ძირითად სამართლებრივ და ფსიქოლოგიურ ტერმინს. ნაშრომი მიზნად ისახავს ტერმინოლოგიის შინაარსობრივად მოცულობითი თუმცა, ამავდროულად, კომპაქტური განმარტებების გზით, გადმოსცეს საერთაშორისო ინსტრუმენტებითა და ეროვნული კანონმდებლობით დაცული ბავშვის უფლებების შესახებ სრულყოფილი ინფორმაცია.

წინამდებარე პუბლიკაცია საერთაშორისოსამართლებრივ დოკუმენტებზე დაყრდნობით, გამდიდრებულია ბავშვის უფლებების სწრაფი განვითარების კვალდაკვალ დაგროვილი გამოცდილებით.

ბავშვის უფლებათა განმარტებითი ლექსიკონი-ცნობარი განკუთვნილია როგორც მართლმსაჯულების სისტემაში მომუშავე პირთათვის, ისე ფართო პროფილის იურისტებისა და საკითხით დაინტერესებული საზოგადოებისათვის.

ავტორები იმედოვნებენ, რომ წინამდებარე პუბლიკაცია ყოველდღიურ პრაქტიკულ დახმარებას გაუწევს მის მომხმარებელს და ხელს შეუწყობს ბავშვის უფლებების პატივისცემასა და პრაქტიკის შემდგომ განვითარებას.

იხ. პუბლიკაცია სრულად

გამოიცა საქართველოს უზენაესი სასამართლოს ახალი ჟურნალი სისხლის სამართლის საქმეებზე

s

უზენაესი სასამართლოს სასამართლო პრაქტიკის შესწავლისა და განზოგადების განყოფილებამ გამოსცა უზენაესი სასამართლოს გადაწყვეტილებათა ახალი კრებული (2019  # 1-3) სისხლის სამართლის საქმეებზე.

ჟურნალი ეძღვნება მატერიალური სამართლის ზოგადი და კერძო ნაწილების ისეთ საკითხებს, როგორიცაა სისხლის სამართლის კანონის მოქმედების ფარგლები, სასჯელის მიზნები და სახეები, სასჯელის დანიშვნა, ამნისტია, შეწყალება, ნასამართლობა, დანაშაული სიცოცხლის, ჯანმრთელობის, ადამიანის უფლებებისა და თავისუფლებების, საკუთრების, საზოგადოებრივი უშიშროებისა და წესრიგის წინააღმდეგ, ნარკოტიკულ დანაშაულსა და სამოხელეო დანაშაულს. 

იხილეთ: 2019 წლის # 1-3 გადაწყვეტილებათა კრებული სისხლის სამართლის საქმეებზე

თბილისში პერსონალური მონაცემების დაცვის სფეროში უმაღლესი დონის საერთაშორისო ფორუმი მიმდინარეობს

თბილისში პერსონალური მონაცემების დაცვის სფეროში უმაღლესი დონის საერთაშორისო ფორუმი მიმდინარეობს

საქართველო პერსონალური მონაცემების დაცვის სფეროში უმაღლესი დონის საერთაშორისო ფორუმს მასპინძლობს.

საგაზაფხულო კონფერენციაზე პერსონალური მონაცემების დაცვის სფეროში არსებულ გლობალური გამოწვევებს, მონაცემთა დაცვის ახალ ევროპულ სტანდარტს და ბავშვთა პირადი ინფორმაციის დაცვის მნიშვნელობას განიხილევან.

ღონისძიება, რომელიც პერსონალური მონაცემების დაცვის სფეროში ერთ-ერთი ყველაზე მაღალი დონის ევროპული ფორუმია, საქართველოში პირველად ტარდება.

საგაზაფხულო კონფერენცია საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, მამუკა ბახტაძემ და პერსონალურ მონაცემთა დაცვის ინსპექტორმა, თამარ ქალდანმა გახსნეს. ღონისძიებაზე სიტყვით გამომსვლელებმა ხაზი გაუსვეს პერსონალური მონაცემების დაცვის მიმართულებით ბოლო წლებში საქართველოში გატარებულ რეფორმებს და პერსონალურ მონაცემთა დაცვის მაღალი სტანდარტის მნიშვნელობას ევროკავშირში საქართველოს ინტეგრაციის გზაზე.

საგაზაფხულო კონფერენციაში საქართველოს 100-მდე მაღალი რანგის დელეგატი სტუმრობს, მათ შორის არიან ევროკომისიისა და ევროსაბჭოს პერსონალურ მონაცემთა დაცვის საზედამხედველო ორგანოების და ევროპის მონაცემთა დაცვის უწყებების პირველი პირები. ქართული მხარის მოწვევით დამკვირვებლების სტატუსით ესწრებიან სან-მარინოსა და უკრაინის საზედამხედველო ორგანოების წარმომადგენლები.

კონფერენციის მასპინძლები და სტუმრები მსჯელობენ ისეთ გამოწვევებზე როგორიცაა – ევროკავშირის მონაცემთა დაცვის ზოგადი რეგულაციის (GDPR) დანერგვა, ბავშვთა პირადი ცხოვრების დაცვა, საერთაშორისო ორგანიზაციების როლი მონაცემთა დაცვაში. კონფერენციის ფარგლებში ასევე განიხილება თურქეთის კონფერენციის წევრად აკრედიტაციის საკითხიც.

საგაზაფხულო კონფერენცია სამი დღის განმავლობაში გაგრძელდება და 10 მაისს დასრულდება.

უზენაესმა სასამართლომ ახალი კრებულები გამოსცა

k

უზენაესი სასამართლოს ეროვნული სასამართლო პრაქტიკის შესწავლისა და განზოგადების განყოფილებამ გამოსცა უზენაესი სასამართლოს გადაწყვეტილებათა კრებულები (2019  # 1) ადმინისტრაციულ და სამოქალაქო საქმეებზე.

ადმინისტრაციულ საქმეებზე კრებულის თემაა განსჯადობა, რომელიც მოიცავს ადმინისტრაციულ, სამოქალაქო, ტერიტორიულ განსჯადობას, აგრეთვე, საქმის წარმოების განახლებაზე განსჯადი სასამართლოსთვის გადაცემის და განსჯადობის თაობაზე საკასაციო სასამართლოს კომპეტენციის ფარგლების საკითხებს.

სამოქალაქო საქმეებზე გამოცემული კრებულის თემაა სამოქალაქო საპროცესო სამართლის ისეთი საკითხები, როგორიცაა პროცესის ხარჯები, სასამართლო შეტყობინება და დაბარება. სასამართლო მტკიცებულებები, მტკიცების ტვირთი, საქმის წარმოება პირველი ინსტანციის სასამართლოში და სარჩელის უზრუნველყოფა.

იხილეთ: 

2019 წლის # 1 გადაწყვეტილებათა კრებული ადმინისტრაციულ საქმეებზე

2019 წლის # 1 გადაწყვეტილებათა კრებული სამოქალაქო საქმეებზე