საქართველოს უზენაესი სასამართლოს ანალიტიკურ განყოფილებას საკმაოდ საპასუხისმგებლო ფუნქცია აკისრია ეფექტიანი და ხარისხიანი მართლმსაჯულების უზრუნველყოფის პროცესში. განყოფილება ატარებს ანალიტიკურ კვლევებს, თარგმნის და აქვეყნებს ადამიანის უფლებათა და სამართლებრივ საკითხებთან დაკავშირებულ სხვადასხვა სახის მასალებს, სასამართლო გადაწყვეტილებებს, კვლევებს, შეისწავლის და აანალიზებს საზღვარგარეთის ქვეყნების კანონმდებლობასა და სასამართლო პრაქტიკას, გამოსცემს კრებულებს, რომლებიც ეხება აქტუალურ სამართლებრივ საკითხებსა და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოსუახლეს პრაქტიკას, აწვდის მასალებს საქართველოს ყველა ინსტანციის საერთო სასამართლოების მოსამართლეებს.
ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს უახლეს გადაწყვეტილებებს ქართულ ენაზე, აგრეთვე, აქტუალურ სამართლებრივ საკითხებზე ანალიტიკური განყოფილების ფარგლებში მომზადებულ კვლევებს შეგიძლიათ გაეცნოთ ელექტრონულად საქართველოს უზენაესი სასამართლოს ოფიციალურ ვებ.გვერდზე: http://www.supremecourt.ge/information25/