ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს გადაწყვეტილებათა აღსრულება და ეროვნული სასამართლოების როლი.

jh

 

უზენაესი სასამართლოს ანალიტიკური განყოფილების ადამიანის უფლებათა ცენტრმა მოამზადა კვლევა სახელწოდებით – ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს გადაწყვეტილებათა აღსრულება და ეროვნული სასამართლოების როლი. 

წინამდებარე კვლევა მიზნად ისახავს ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს გადაწყვეტილების აღსრულების პროცესის გაანალიზებასა და აღნიშნულ პროცესში ეროვნული სასამართლოების როლის მიმოხილვას. კვლევა თემატურად ორი ძირითადი ნაწილისგან შედგება. პირველი ნაწილი ეხება ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლო გადაწყვეტილების აღსრულების პროცედურას და მასთან დაკავშირებულ საკითხებს, ხოლო მეორე ნაწილი ეთმობა სტრასბურგის სასამართლოს დარღვევის დამდგენი გადაწყვეტილების/განჩინების საფუძველზე ეროვნულ დონეზე განახლებული საქმეების შესწავლის შედეგად გამოვლენილ ტენდენციებს.

კვლევის ფარგლებში შესწავლილი და გაანალიზებული იქნა ბოლო წლების განმავლობაში განახლებული საქმის წარმოების ფარგლებში მიღებული 10-ზე მეტი გადაწყვეტილება, მათ შორის როგორც პირველი ინსტანციის, ასევე სააპელაციო და უზენაესი სასამართლოს გადაწყვეტილებები. საკვლევი მასალის შეგროვება მოხდა სასამართლოებისთვის წერილობითი მიმართვის საფუძველზე. 

კვლევის დანიშნულებაა, ერთი მხრივ, წარმოაჩინოს სტრასბურგის სასამართლოს გადაწყვეტილების საფუძველზე ეროვნულ დონეზე საქმის ხელახლა განხილვის საუკეთესო მაგალითები და სანიმუშო დასაბუთებები და, მეორე მხრივ, მოახდინოს იმ საკვანძო საკითხების იდენტიფიცირება, რომლებიც გაუმჯობესებას საჭიროებენ.

http://www.supremecourt.ge/files/upload-file/pdf/adamianis-uflebata-evropuli-sasamartlos-gadawyvetilebata-agsruleba-da-erovnuli-sasamartloebis-roli.pdf

გამოიცა სახელმძღვანელო ,,თავშესაფრის მაძიებელთა შესახებ საქმეების ანალიზი საქართველოს ეროვნულ სასამართლო პრაქტიკაში“

yy

 

წინამდებარე ნაშრომი მომზადებულია საქართველოს უზენაესი სასამართლოს ანალიტიკური განყოფილების კვლევისა და ანალიზის ცენტრის მიერ გაეროს ლტოლვილთა უმაღლესი კომისარიატის (UNHCR) საქართველოს წარმომადგენლობასთან მჭიდრო თანამშრომლობის ფარგლებში.

საერთაშორისო დაცვაზე მოთხოვნასთან მიმართებით, დამოუკიდებელ მართლმსაჯულების სისტემას ენიჭება ფუნდამენტური როლი განმარტოს ეროვნული კანონმდებლობა ლტოლვილთა დაცვის საერთაშორისო დოკუმენტების შესაბამისად. ამ მხრივ, უნდა აღინიშნოს, რომ საკანონმდებლო ჩარჩოს საერთაშორისო სტანდარტებთან შესაბამისობაში მოყვანის მიზნით, 2016 წელს საქართველოს პარლამენტმა მიიღო ახალი კანონი `საერთაშორისო დაცვის შესახებ”, რომლითაც მკაფიოდ განისაზღვრა ამ სფეროსთვის დამახასიათებელი ყველა მნიშვნელოვანი ტერმინი და პროცედურა.

ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, წინამდებარე ნაშრომის მიზანია წარმოაჩინოს ახალი საკანონმდებლო რეგულაციების ფონზე საერთო სასამართლოების პრაქტიკის განვითარება და თავშესაფრის მინიჭების შესახებ საქმეებში საერთაშორისო სტანდარტების ასახვის შეფასება. ამდენად, ნაშრომში ვრცლად არის მიმოხილული ამ მიმართულებით არსებული საერთაშორისო სტანდარტები და მათი ასახვის პრაქტიკა საერთო სასამართლოების მიერ მიღებულ გადაწყვეტილებებში.

კვლევაში ეროვნული სასამართლო პრაქტიკის თვალსაჩინოებისთვის უხვად არის ციტირებული `საუკეთესო პრაქტიკიდან’’ შესაბამისი ამონარიდები.

კვლევაში ნათლად არის ჩამოყალიბებული ის ძირითადი მიგნებები, რომლებიც გამოიკვეთა ეროვნულ სასამართლო პრაქტიკაში, ამასთან იდენტიფიცირებული გამოწვევების კვლადაკვალ ამგვარი კატეგორიის საქმეებზე სამართალწარმოების სრულყოფისა და გაუმჯობესების მიზნით, გაეროს ლტოლვილთა უმაღლესი კომისარიატის მიერ შემუშავებულ სახელმძღვანელო დოკუმენტებზე დაყრდნობით, ნაშრომში შემოთავაზებულია შესაბამისი რეკომენდაციები. დამატებით, კვლევაში უხვად არის წარმოდგენილი მოსამართლეებისთვის საკითხის სწორად და მარტივად შეფასებისთვის საჭირო შესაბამისი თემატური საკონტროლო სიები.

 

http://www.supremecourt.ge/files/upload-file/pdf/tavshesafris-maziebelta-shesaxeb-saqmeebis-analizi.pdf

ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს სტანდარტები ცალკეულ სამართლებრივ საკითხებზე

საქართველოს უზენაესი სასამართლოს ანალიტიკური განყოფილების ადამიანის უფლებათა ცენტრმა მოამზადა კრებული, რომელშიც თავმოყრილია ცენტრის საქმიანობის ფარგლებში მომზადებული ანალიტიკური დოკუმენტები, რომლებიც ეხება ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს მიდგომებსა და პრეცედენტულ სამართალს განსაზღვრულ სამართლებრივ საკითხებთან დაკავშირებით.

კრებული სამ ნაწილად იყოფა და ის აერთიანებს სამ საკითხს სამართლის თითოეულ სფეროსთან მიმართებით. კრებულში შესული ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს გადაწყვეტილებები უკავშირდება ისეთ მნიშვნელოვან საკითხებს, როგორებიცაა: სისხლის სამართლის საქმის განხილვა გონივრულ ვადაში, სახელმწიფოს მიერ ძალის გამოყენების ფარგლები ეროვნული უშიშროების დაცვის მიზნით, საკუთრებით მშვიდობიანი სარგებლობის უფლებაში ჩარევა და მისი პროპორციულობა, გარდაცვლილი პირის ცილისწამება და სხვ.

ამდენად, ის საინტერესო იქნება როგორც სისხლის სამართლის, აგრეთვე ადმინისტრაციული და სამოქალაქო სამართლის მოსამართლეებისთვის, სასამართლო მოხელეებისა და აკადემიური წრის წარმომადგენლებისთვის, ასევე ადამიანის უფლებების საკითხებით დაინტერესებული ყველა პირისთვის.

იხილეთ კრებული სრულად.

 

ორი ახალი კრებული სამოქალაქო საქმეებზე

sa

 

უზენაესი სასამართლოს ეროვნული სასამართლო პრაქტიკის შესწავლისა და განზოგადების განყოფილებამ გამოსცა უზენაესი სასამართლოს გადაწყვეტილებათა კრებულები (2019  # 7 და 8) სამოქალაქო საქმეებზე.

# 7 კრებულის თემაა დელიქტური ვალდებულებანი. კერძოდ, ზიანის ანაზღაურების დაკისრების საფუძვლები, გაზრდილი სარჩოს დაკისრების მართლზომიერება, სატრანსპორტო საშუალების ექსპლუატაციის შედეგად დამდგარი ზიანის ანაზღაურება, პასუხისმგებლობა ნაგებობიდან გამომდინარე მომეტებული საფრთხით გამოწვეული ზიანისათვის და ზიანის ანაზღაურების მოთხოვნის ხანდაზმულობის ვადა.

# 8 კრებულში გაერთიანდა დავები, რომელიც ეხება სამოქალაქო კოდექსის ზოგადი ნაწილის ისეთ საკითხებს, როგორიცაა გარიგების ბათილობა და ხანდაზმულობა.

იხილეთ:

2019 წლის # 7 გადაწყვეტილებათა კრებული სამოქალაქო  საქმეებზე

2019 წლის # 8 გადაწყვეტილებათა კრებული სამოქალაქო საქმეებზე

გამოიცა ორი ახალი კრებული

s

 

უზენაესი სასამართლოს ეროვნული სასამართლო პრაქტიკის შესწავლისა და განზოგადების განყოფილებამ გამოსცა უზენაესი სასამართლოს გადაწყვეტილებათა კრებულები (2019  #5) სამოქალაქო და ადმინისტრაციულ საქმეებზე.

სამოქალაქო საქმეებზე გამოცემული კრებულის თემაა სამოქალაქო პროცესი. მასში გაერთიანდა ისეთი დავები, რომლებიც დაკავშირებულია სამოქალაქო საპროცესო კოდექსის დროში მოქმედებასთან, დაუსწრებელ გადაწყვეტილებასთან, გადაწყვეტილების განმარტებასა და დაუყოვნებლივ აღსრულებასთან, საქმის წარმოების დამთავრებასა და განახლებასთან, აპელაციის დასაშვებობის საკითხთნ.

ადმინისტრაციულ საქმეებზე კრებულში გაერთიანდა ადმინისტრაციულ პროცესთან დაკავშირებული დავები (მესამე პირები, გადაწყვეტილების განმარტება, საქმის წარმოების განახლების წინაპირობები).

იხილეთ:

2019 წლის # 5 გადაწყვეტილებათა კრებული სამოქალაქო  საქმეებზე

2019 წლის # 5 გადაწყვეტილებათა კრებული ადმინისტრაციულ საქმეებზე

უზენაესი სასამართლოს კიდევ ერთი კრებული ადმინისტრაციულ საქმეებზე

c

 

უზენაესი სასამართლოს ეროვნული სასამართლო პრაქტიკის შესწავლისა და განზოგადების განყოფილებამ გამოსცა უზენაესი სასამართლოს გადაწყვეტილებათა ახალი კრებული (2019  # 3) ადმინისტრაციულ საქმეებზე.

კრებულში შესულია საგადასახადო დავებზე მიღებული გადაწყვეტილებები. კონკრეტულად ესაა შემდეგი თემატიკა: დღგ-ით დაბეგვრა, საგადასახადო სამართალდარღვევა და აუდიტი, ასევე საგადასახადო ვალდებულებების გადახდევინების უზრუნველყოფის ღონისძიებების განხორციელების საკითხები.

იხილეთ:

2019 წლის # 3 გადაწყვეტილებათა კრებული ადმინისტრაციულ საქმეებზე

ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს ახალი გადაწყვეტილება საქართველოს წინააღმდეგ

s

უზენაესი სასამართლოს ანალიტიკური განყოფილების ადამიანის უფლებათა ცენტრმა თარგმნა სამართლებრივი შეჯამება 2019 წლის 27 ივნისს, ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს მიერ საქართველოს წინააღმდეგ მიღებულ საქმეზე გოგუაძე საქართველოს წინააღმდეგ. აღნიშნული საქმე ეხებოდა 2011 წელს სამართალდამცავი ორგანოს წარმომადგენლების მხრიდან მომჩივნის მიმართ განხორციელებულ არასათანადო მოპყრობას და აღნიშნული ფაქტის გამოძიებას ეროვნული ხელისუფლების მიერ. სტრასბურგის სასამართლომ წინამდებარე საქმეზე დაადგინა მე-3 მუხლის როგორც მატერიალურ-სამართლებრივი, აგრეთვე პროცედურული ნაწილის დარღვევა. სასამართლომ მიიჩნია, რომ მომჩივანი გახდა არასათანადო მოპყრობის მსხვერპლი და სახელმწიფომ ვერ უზრუნველყო ამ ფაქტზე დროული და ეფექტიანი გამოძიების ჩატარება.

იხილეთ გადაწყევტილება სრულად

გამოვიდა უზენაესი სასამართლოს ორი ახალი კრებული

s

უზენაესი სასამართლოს ეროვნული სასამართლო პრაქტიკის შესწავლისა და განზოგადების განყოფილებამ გამოსცა უზენაესი სასამართლოს გადაწყვეტილებათა კრებულები (2019  # 2 და # 3) სამოქალაქო საქმეებზე.

სამოქალაქო საქმეებზე გამოცემული # 2 კრებული ეძღვნება შრომით სამართალს. მასში გაერთიანდა ისეთი დავები, რომელიც ეხება შრომითი ურთიერთობის წარმოშობას, შეჩერებასა და შრომითი ხელშეკრულების შეწყვეტას.

# 3 კრებულის თემაა ვალდებულებითი სამართალი. კერძოდ, ვალდებულების წარმოშობის საფუძვლები, ვალდებულების დარღვევა, ხელშეკრულების დადება და ხელშეკრულებიდან გასვლა, ფულადი ვალდებულების შესრულება, ზიანის ანაზღაურების მოვალეობა, მოთხოვნის უზრუნველყოფის დამატებითი საშუალებანი, ვალდებულების შეწყვეტა და სოლიდარული ვალდებულება.

იხილეთ:

2019 წლის # 2 გადაწყვეტილებათა კრებული სამოქალაქო საქმეებზე

2019 წლის # 3 გადაწყვეტილებათა კრებული სამოქალაქო საქმეებზე

ანალიტიკურმა განყოფილებამ ახალი კრებული გამოსცა

a

საქართველოს უზენაესი სასამართლოს ანალიტიკურ განყოფილებას საკმაოდ საპასუხისმგებლო ფუნქცია აკისრია ეფექტიანი და ხარისხიანი მართლმსაჯულების უზრუნველყოფის პროცესში. განყოფილება ატარებს ანალიტიკურ კვლევებს, თარგმნის და აქვეყნებს ადამიანის უფლებათა და სამართლებრივ საკითხებთან დაკავშირებულ სხვადასხვა სახის მასალებს, სასამართლო გადაწყვეტილებებს, კვლევებს, შეისწავლის და აანალიზებს საზღვარგარეთის ქვეყნების  კანონმდებლობასა და სასამართლო პრაქტიკას, გამოსცემს კრებულებს, რომლებიც ეხება აქტუალურ სამართლებრივ საკითხებსა და  ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოსუახლეს პრაქტიკას, აწვდის მასალებს საქართველოს ყველა ინსტანციის საერთო სასამართლოების მოსამართლეებს.

ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს უახლეს გადაწყვეტილებებს ქართულ ენაზე, აგრეთვე, აქტუალურ სამართლებრივ საკითხებზე ანალიტიკური განყოფილების ფარგლებში მომზადებულ კვლევებს შეგიძლიათ გაეცნოთ ელექტრონულად საქართველოს უზენაესი სასამართლოს ოფიციალურ ვებ.გვერდზე: http://www.supremecourt.ge/information25/

ადამიანის უფლებათა ევროპულმა სასამართლომ პირველად მიიღო გადაწყვეტილება სტრასბურგის სასამართლოს გადაწყვეტილების აღსრულების ვალდებულების დარღვევის თაობაზე

d

ადამიანის უფლებათა ევროპულმა სასამართლომ პირველად მიიღო გადაწყვეტილება სტრასბურგის სასამართლოს გადაწყვეტილების აღსრულების ვალდებულების დარღვევის თაობაზე

ადამიანის უფლებათა ევროპულმა სასამართლომ პირველად იმსჯელა სტრასბურგის სასამართლოს გადაწყვეტილების აღსრულების ვალდებულების დარღვევასთან დაკავშირებით 2014 წლის საქმეზე, რომელიც ოპოზიციონერ პოლიტიკოსს  ეხებოდა. კერძოდ, 2019 წლის 29 მაისს სტრასბურგის სასამართლომ საქმეზე ილგარ მამადოვი აზერბაიჯანის წინააღმდეგ დაადგინა, რომ აზერბაიჯანმა ვერ უზრუნველყო კონვენციის 46-ე მუხლის 1-ლი ნაწილით გათვალისწინებული ვალდებულება, დამორჩილებოდა სასამართლოს საბოლოო გადაწყვეტილებას.

მინისტრთა კომიტეტმა აზერბაიჯანის წინააღმდეგ კონვენციის 46-ე მუხლის მე-4 ნაწილით გათვალისწინებული პროცედურები დაიწყო იმის გამო, რომ ხელისუფლების ორგანოები უარს აცხადებდნენ ბ-ნი მამადოვის უპირობოდ გათავისუფლებაზე, მას შემდეგ რაც 2014 წელს ევროპულმა სასამართლომ აღნიშნულ საქმეზე რამდენიმე მუხლის დარღვევა დაადგინა. კომიტეტმა გადაწყვიტა სტრასბურგის სასამართლოსთვის მიემართა შემდეგი საკითხით: შეასრულა თუ არა აზერბაიჯანმა კონვენციის 46-ე მუხლის 1-ლი ნაწილით დაკისრებული ვალდებულება, დამორჩილებოდა სასამართლოს საბოლოო გადაწყვეტილებას, უფრო კონკრეტულად კი გადაწყვეტილებას მამადოვისპირველ საქმეზე?

სტრასბურგის სასამართლომ მიიჩნია, რომ მოპასუხე სახელმწიფომ გადაწყვეტილების აღსასრულებლად არ გადადგა სათანადო ნაბიჯები, რის გამოც ის არ მოქმედებდა კეთილსინდისიერად და გადაწყვეტილების დასკვნებისა და სულისკვეთების შესაბამისად. ამრიგად, წინამდებარე საქმეზე კონვენციის 46-ე მუხლის 1-ლი ნაწილის დარღვევა დადგინდა.

 

[1] Ilgar Mammadov v. Azerbaijan, №15172/13, 2014 წლის 22 მაისი.

იხილეთ გადაწყვეტილება სრულად