ევროკავშირის კერძო სამართალი

ევროკავშირის კერძო სამართალი (გადაწყვეტილებები და მასალები), ნაწილი I, მაისურაძე/სულხანიშვილი/ვაშაკიძე, თბილისი, 2018

http://lawlibrary.info/ge/books/giz2018_ge_eu_private_law_partI.pdf

გამოიცა უზენაესი სასამართლოს ორი ახალი კრებული ადმინისტრაციულ საქმეებზე

gtee

უზენაესი სასამართლოს ეროვნული სასამართლო პრაქტიკის შესწავლისა და განზოგადების განყოფილებამ კიდევ ორი ახალი კრებული გამოსცა ადმინისტრაციული პალატის მიერ განხილულ საქმეებზე.

2017 წლის მე-11 ნომერი ეძღვნება განსჯადობის საკითხებს. კერძოდ, ადმინისტრაციულ, სამოქალაქო და ტერიტორიულ განსჯადობას. გარდა ამისა, ერთი საქმე ეხება საქმის წარმოების განახლების შესახებ განცხადების განსჯადობას.

2017 წლის მე-12 ნომერში გაერთიანებულია უზენაესი სასამართლოს ის გადაწყვეტილებები, რომლებიც დაკავშირებულია ადმინისტრაციული ხელშეკრულებიდან გამომდინარე მნიშვნელოვან საკითხებთან და ადმინისტრაციული ორგანოს ვალდებულებასთან ზიანის ანაზღაურების თაობაზე.

2017 წლის # 11 გადაწყვეტილებათა კრებული დმინისტრაციულ საქმეებზე

2017 წლის # 12 გადაწყვეტილებათა კრებული ადმინისტრაციულ საქმეებზე

საკონსტიტუციო სასამართლომ არაკონსტიტუციურად ცნო სარჩელის უზრუნველყოფით გამოწვეული ზარალის ანაზღაურების რეგულაცია

საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლომ არაკონსტიტუციურად ცნო საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 199-ე მუხლის მე-2 ნაწილის პირველი წინადადება-ვალდებულია 7 დღის ვადაში განახორციელოს მოპასუხისათვის მოსალოდნელი ზარალის ანაზღაურების უზრუნველყოფა.– საქართველოს კონსტიტუციის 42-ე მუხლის პირველ პუნქტთან მიმართებით.

ნორმის არამართლზომიერებას განაპირობებდა ის ფაქტი, რომ დადგენილი ვადა არ იძლეოდა საკითხის ინდივიდუალურად შეფასებისა და ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში მხარეთა ინტერესების დაბალანსების შედეგად გონივრული ვადის განსაზღვრის შესაძლებლობას, რაც ნორმას აქცევდა ბლანკეტური ხასიათის რეგულაციად.

საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლომ, წინამდებარე გადაწყვეტილება გადაავადა 2018 წლის 1 მარტამდე, ვინაიდან ნორმის შეჩერებას არ გამოეწვია საჯარო და კერძო ინტერესის დარღვევა. ამასთან სასამართლომ საქართველოს პარლამენტს მიუთითა, რომ გადაწყვეტილების ძალაში შესვლამდე უზრუნველეყო ახლებური მოწესრიგება სადაო ურთიერთობის. საკონსტიტუციო სასამართლომ გაიზიარა საქართველოს პარლამენტის წარმომადგენლის არგუმენტაცია არაერთგვაროვანი პრაქტიკის შესაძლო ჩამოყალიბებაზე, რის პრევენციადაც მიიჩნია კონკრეტული ვადის განსაზღვრა სარჩელის უზრუნველყოფით გამოწვეული ზარალის ანაზღაურების უზრუნველყოფისთვის, რომელზე ნაკლები ვადის დაწესების უფლება არ ექნებოდა განმხილველ მოსამართლეს.

საკონსტიტუციო სასამართლომ არ დააკმაყოფილა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 199-ე მუხლის მე-2 ნაწილის მე-2 წინადადების არაკონსტიტუციურად ცნობა, საქართველოს კონსტიტუციის 42-ე მუხლის პირველ პუნქტთან მიმართებით.

რეგულაციის შეჩერებაზე უარის თქმის საფუძველი გახდა გარემოება, რომ სადავო ნორმის საგანს არ წარმოადგენდა მოსალოდნელი ზარალის უზრუნველყოფის გამოყენების შესახებ განჩინების გასაჩივრება, იმ ნაწილში, რომლითაც  სადავო გახდება დაკისრებული თანხის ოდენობასთან დაკავშირებული საკითხების რეგულირება. შესაბამისად სადავო ნორმა მოსარჩელს არც ანიჭებდა და არც უზღუდავდა გასაჩივრების უფლებას.

გადაწყვეტილების მოტივაციიდან გამომდინარე ნათლად იკვეთება საკონსტიტუციო სასამართლოს მიზანი სადავო სამართლაურთიერთობიდან გამომდინარე, მიუხედავად იმისა, რომ წინამდებარე ნორმა არ უზღუდავს პირს უფლებას მიმართოს სასამართლოს, აღნიშნული თავისთავად არ მოიაზრებს გასაჩივრების უფლებას, რაც უთითებს საკანონმდებლო ხარვეზზე.

ვინაიდან არსებობს გარკვეული სახის უზუსტობა ნორმის შინაარსში, მნიშვნელოვანია საქართველოს პარლამენტმა საზოგადოებას შესთავაზოს ახლებური მოწესრიგება, რომლის თანახმად დადგინდება უზრუნველყოფის გამოყენების შესახებ განჩინების გასაჩივრება, იმ ნაწილში, რომლითაც  სადავო გახდება დაკისრებული თანხის (ზარალის) ოდენობა.

 

ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს გადაწყვეტილებები ქალთა მიმართ ძალადობისა და ოჯახში ძალადობის საკითხებზე (განახლებული კრებული)

საქართველოს უზენაესი სასამართლოს საერთაშორისო პრაქტიკის შესწავლისა და განზოგადების განყოფილების ფარგლებში განახლდა  კრებული „ ადამიანის უფლებათა  ევროპული სასამართლოს  გადაწყვეტილებები ქალთა მიმართ ძალადობისა და ოჯახში ძალადობის საკითხებზე’’.  წარმოდგენილ კრებულში შესულ საქმეებს დაემატა სტრასბურგის სასამართლოს მიერ 2016-2017 წლებში მიღებული გადაწყვეტილებები.

ყოველგვარი ძალადობა, განსაკუთრებით კი ქალთა მიმართ ძალადობა და ოჯახში ძალადობა ყოველთვის იწვევს საზოგადოების უარყოფით რეაქციას და სახელმწიფოს მხრიდან საჭირო ხდება დაუყოვნებელი მკაცრი რეაგირება ამგვარ ფაქტებზე.  სწორედ ამიტომ, სახელმწიფო სისტემატიურად ქმნის ახალ მექანიზმებს და აუმჯობესებს კანონმდებლობას, რომელიც კიდევ უფრო მეტად ხელს შეუწყობს მსხვერპლთა/დაზარალებულთა დაცვას, დახმარებასა და რეაბილიტაციას.  სასამართლოს როლი განსაკუთრებით ფასდაუდებელია ქალთა მიმართ ძალადობის აღმოფხვრის საქმეში.

წინამდებარე კრებულის მიზანია მკითხველს გააცნოს იმ საქმეთა მოკლე შინაარსი და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს გადაწყვეტილებები, რომლებიც პრეს-რელიზების სახით მომზადებულია სტრასბურგის სასამართლოს მიერ.

კრებულში შესული ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს საქმეები დააინტერესებთ მოსამართლეებს, ადვოკატებს, პროკურორებს, ფართო პროფილის იურისტებს, უმაღლესი სასწავლებლების იურიდიული ფაკულტეტების სტუდენტებსა და პროფესორ-მასწავლებლებს. კრებულში მოყვანილი საქმეები ასევე საინტერესო იქნება ადამიანის უფლებათა საკითხებით დაინტერესებული პირებისთვის.

იხილეთ კრებული

უზენაესმა სასამართლომ ორი ახალი კრებული გამოსცა სამოქალაქო და ადმინისტრაციულ საქმეებზე

 

უზენაესი სასამართლოს ეროვნული სასამართლო პრაქტიკის შესწავლისა და განზოგადების განყოფილებამ გამოსცა უზენაესი სასამართლოს გადაწყვეტილებათა ორი ახალი კრებული (2017  # 10) სამოქალაქო და ადმინისტრაციულ საქმეებზე.

სამოქალაქო საქმეებზე გამოცემულ კრებულში თავმოყრილია შრომით სამართალთან დაკავშირებული დავები, რომლებიც ეხება შვებულებასა და შრომის ანაზღაურებას, შრომითი ხელშეკრულების შეწყვეტას (სამუშაოზე აღდგენა, კომპენსაცია, პირგასამტეხლო და სხვ.).

ადმინისტრაციულ საქმეებზე კრებულის თემაა ადმინისტრაციულ პროცესთან დაკავშირებული დავები. ესენია: აღსრულების, სარჩელის უზრუნველყოფის, უფლებამონაცვლეობისა და საქმის წარმოების განახლების საკითხები.

2017 წლის # 10 გადაწყვეტილებათა კრებული სამოქალაქო საქმეებზე

2017 წლის # 10 გადაწყვეტილებათა კრებული ადმინისტრაციულ საქმეებზე