უზენაესი სასამართლოს ახალი კრებული ადმინისტრაციულ საქმეებზე

h

 

უზენაესი სასამართლოს ეროვნული სასამართლო პრაქტიკის შესწავლისა და განზოგადების განყოფილებამ გამოსცა უზენაესი სასამართლოს გადაწყვეტილებათა ახალი კრებული (2019  # 2) ადმინისტრაციულ საქმეებზე.

კრებული ეძღვნება შრომით სამართალს და მოიცავს ძალოვანი სტრუქტურიდან, ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოებიდან, სამინისტროდან გათავისუფლების კანონიერების საკითხებს.

იხილეთ:

2019 წლის # 2 გადაწყვეტილებათა კრებული ადმინისტრაციულ საქმეებზე

ბავშვის უფლებათა განმარტებითი ლექსიკონი-ცნობარი

d

საქართველოს უზენაესი სასამართლოს ანალიტიკური განყოფილების კვლევისა და ანალიზის ცენტრის ფარგლებში გამოიცა ბავშვის უფლებათა განმარტებითი ლექსიკონი-ცნობარი.

ბავშვის უფლებათა განმარტებითი ლექსიკონი-ცნობარი ბავშვებთან მიმართებით, სამართალწარმოების თავისებურებების გათვალისწინებით, განმარტავს 300-ზე მეტ ძირითად სამართლებრივ და ფსიქოლოგიურ ტერმინს. ნაშრომი მიზნად ისახავს ტერმინოლოგიის შინაარსობრივად მოცულობითი თუმცა, ამავდროულად, კომპაქტური განმარტებების გზით, გადმოსცეს საერთაშორისო ინსტრუმენტებითა და ეროვნული კანონმდებლობით დაცული ბავშვის უფლებების შესახებ სრულყოფილი ინფორმაცია.

წინამდებარე პუბლიკაცია საერთაშორისოსამართლებრივ დოკუმენტებზე დაყრდნობით, გამდიდრებულია ბავშვის უფლებების სწრაფი განვითარების კვალდაკვალ დაგროვილი გამოცდილებით.

ბავშვის უფლებათა განმარტებითი ლექსიკონი-ცნობარი განკუთვნილია როგორც მართლმსაჯულების სისტემაში მომუშავე პირთათვის, ისე ფართო პროფილის იურისტებისა და საკითხით დაინტერესებული საზოგადოებისათვის.

ავტორები იმედოვნებენ, რომ წინამდებარე პუბლიკაცია ყოველდღიურ პრაქტიკულ დახმარებას გაუწევს მის მომხმარებელს და ხელს შეუწყობს ბავშვის უფლებების პატივისცემასა და პრაქტიკის შემდგომ განვითარებას.

იხ. პუბლიკაცია სრულად

გამოიცა საქართველოს უზენაესი სასამართლოს ახალი ჟურნალი სისხლის სამართლის საქმეებზე

s

უზენაესი სასამართლოს სასამართლო პრაქტიკის შესწავლისა და განზოგადების განყოფილებამ გამოსცა უზენაესი სასამართლოს გადაწყვეტილებათა ახალი კრებული (2019  # 1-3) სისხლის სამართლის საქმეებზე.

ჟურნალი ეძღვნება მატერიალური სამართლის ზოგადი და კერძო ნაწილების ისეთ საკითხებს, როგორიცაა სისხლის სამართლის კანონის მოქმედების ფარგლები, სასჯელის მიზნები და სახეები, სასჯელის დანიშვნა, ამნისტია, შეწყალება, ნასამართლობა, დანაშაული სიცოცხლის, ჯანმრთელობის, ადამიანის უფლებებისა და თავისუფლებების, საკუთრების, საზოგადოებრივი უშიშროებისა და წესრიგის წინააღმდეგ, ნარკოტიკულ დანაშაულსა და სამოხელეო დანაშაულს. 

იხილეთ: 2019 წლის # 1-3 გადაწყვეტილებათა კრებული სისხლის სამართლის საქმეებზე

თბილისში პერსონალური მონაცემების დაცვის სფეროში უმაღლესი დონის საერთაშორისო ფორუმი მიმდინარეობს

თბილისში პერსონალური მონაცემების დაცვის სფეროში უმაღლესი დონის საერთაშორისო ფორუმი მიმდინარეობს

საქართველო პერსონალური მონაცემების დაცვის სფეროში უმაღლესი დონის საერთაშორისო ფორუმს მასპინძლობს.

საგაზაფხულო კონფერენციაზე პერსონალური მონაცემების დაცვის სფეროში არსებულ გლობალური გამოწვევებს, მონაცემთა დაცვის ახალ ევროპულ სტანდარტს და ბავშვთა პირადი ინფორმაციის დაცვის მნიშვნელობას განიხილევან.

ღონისძიება, რომელიც პერსონალური მონაცემების დაცვის სფეროში ერთ-ერთი ყველაზე მაღალი დონის ევროპული ფორუმია, საქართველოში პირველად ტარდება.

საგაზაფხულო კონფერენცია საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, მამუკა ბახტაძემ და პერსონალურ მონაცემთა დაცვის ინსპექტორმა, თამარ ქალდანმა გახსნეს. ღონისძიებაზე სიტყვით გამომსვლელებმა ხაზი გაუსვეს პერსონალური მონაცემების დაცვის მიმართულებით ბოლო წლებში საქართველოში გატარებულ რეფორმებს და პერსონალურ მონაცემთა დაცვის მაღალი სტანდარტის მნიშვნელობას ევროკავშირში საქართველოს ინტეგრაციის გზაზე.

საგაზაფხულო კონფერენციაში საქართველოს 100-მდე მაღალი რანგის დელეგატი სტუმრობს, მათ შორის არიან ევროკომისიისა და ევროსაბჭოს პერსონალურ მონაცემთა დაცვის საზედამხედველო ორგანოების და ევროპის მონაცემთა დაცვის უწყებების პირველი პირები. ქართული მხარის მოწვევით დამკვირვებლების სტატუსით ესწრებიან სან-მარინოსა და უკრაინის საზედამხედველო ორგანოების წარმომადგენლები.

კონფერენციის მასპინძლები და სტუმრები მსჯელობენ ისეთ გამოწვევებზე როგორიცაა – ევროკავშირის მონაცემთა დაცვის ზოგადი რეგულაციის (GDPR) დანერგვა, ბავშვთა პირადი ცხოვრების დაცვა, საერთაშორისო ორგანიზაციების როლი მონაცემთა დაცვაში. კონფერენციის ფარგლებში ასევე განიხილება თურქეთის კონფერენციის წევრად აკრედიტაციის საკითხიც.

საგაზაფხულო კონფერენცია სამი დღის განმავლობაში გაგრძელდება და 10 მაისს დასრულდება.

უზენაესმა სასამართლომ ახალი კრებულები გამოსცა

k

უზენაესი სასამართლოს ეროვნული სასამართლო პრაქტიკის შესწავლისა და განზოგადების განყოფილებამ გამოსცა უზენაესი სასამართლოს გადაწყვეტილებათა კრებულები (2019  # 1) ადმინისტრაციულ და სამოქალაქო საქმეებზე.

ადმინისტრაციულ საქმეებზე კრებულის თემაა განსჯადობა, რომელიც მოიცავს ადმინისტრაციულ, სამოქალაქო, ტერიტორიულ განსჯადობას, აგრეთვე, საქმის წარმოების განახლებაზე განსჯადი სასამართლოსთვის გადაცემის და განსჯადობის თაობაზე საკასაციო სასამართლოს კომპეტენციის ფარგლების საკითხებს.

სამოქალაქო საქმეებზე გამოცემული კრებულის თემაა სამოქალაქო საპროცესო სამართლის ისეთი საკითხები, როგორიცაა პროცესის ხარჯები, სასამართლო შეტყობინება და დაბარება. სასამართლო მტკიცებულებები, მტკიცების ტვირთი, საქმის წარმოება პირველი ინსტანციის სასამართლოში და სარჩელის უზრუნველყოფა.

იხილეთ: 

2019 წლის # 1 გადაწყვეტილებათა კრებული ადმინისტრაციულ საქმეებზე

2019 წლის # 1 გადაწყვეტილებათა კრებული სამოქალაქო საქმეებზე

ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს მიერ 2015-2017 წლებში მიღებული მნიშვნელოვანი გადაწყვეტილებებისა და განჩინებების კრებული

hrts

 

საქართველოს უზენაესი სასამართლოს ანალიტიკური განყოფილების ადამიანის უფლებათა ცენტრის საქმიანობის ფარგლებში მომზადდა ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს მიერ 2015-2017 წლებში მიღებული მნიშვნელოვანი გადაწყვეტილებებისა და განჩინებების კრებული.

წინამდებარე კრებულის მიზანია მკითხველს გააცნოს ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრაქტიკა, ახალი მიდგომები და პრეცედენტული სამართალი. მასში თავმოყრილია 2015-2017 წლების განმავლობაში ევროპული სასამართლოს მიერ განხილული მნიშვნელოვანი საქმეები კონვენციითა და დამატებითი ოქმებით უზრუნველყოფილი უფლებებისა და თავისუფლების შესახებ.

კრებული საინტერესო იქნება მოსამართლეებისთვის, ადვოკატებისთვის, ფართო პროფილის იურისტებისთვის, უმაღლესი სასწავლებლების იურიდიული ფაკულტეტის პროფესორ-მასწავლებლებისთვის, სტუდენტებისა და ადამიანის უფლებების საკითხებით დაინტერესებული პირებისთვის.

იხილეთ კრებული

უზენაესმა სასამართლომ მტკიცების ტვირთის საკითხებთან დაკავშირებით წიგნი გამოსცა

ssg

 

უზენაესი სასამართლოს ეროვნული სასამართლო პრაქტიკის შესწავლისა და განზოგადების განყოფილებამ გამოსცა უზენაესი სასამართლოს ყოფილი მოსამართლის მაია ახალაძის წიგნი: მტკიცების ტვირთი.

წიგნში განხილული და შესწავლილია საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2015-2017 წლის პირველი ნახევრის პრაქტიკის ანალიზი მტკიცების ტვირთთან დაკავშირებით.

სასამართლო პრაქტიკა განზოგადებულია სმეცნიერო დონეზე. თეორიისა და პრაქტიკის ტენდენციები ისე მკაფიოდაა გადმოცემული და შეხამებული ერთმანეთთან, რომ დაინტერესებული პირისთვის ადვილი გასაგები ხდება ისეთ სადავო საკითხებთან დაკავშირებული პრობლემები, რომლებიც ეხება: მტკიცების ტვირთის განაწილების წესებს (ზოგადი და კერძო), უდავო ფაქტებს, აგრეთვე შეცდომებს მტკიცების ტვირთის განაწილებისას.

წიგნში განზოგადებული საკითხები მნიშვნელოვნად შეუწყობს ხელს მოსამართლეებს გადაწყვეტილებების დასაბუთების ხარისხის ამაღლებაში. 

მტკიცების ტვირთი

პერსონალურ მონაცემთა დაცვის ინსპექტორმა 2017 წლის ანგარიში გამოაქვეყნა

გამოვლენილი სამართალდარღვევები და მათზე რეაგირების შედეგები, პრობლემატური საკითხები და მათი გამოსწორების გზები, პოზიტიური დინამიკა და ჯერ კიდევ არსებული გამოწვევები – პერსონალურ მონაცემთა დაცვის ინსპექტორის რიგით მეხუთე ანგარიში 2017 წელს ქვეყანაში პერსონალური მონაცემების დაცვის მდგომარეობას და გაწეულ საქმიანობას აჯამებს.

2017 წელს, 2016-თან შედარებით, კვლავ გაზრდილია როგორც ჩატარებული ინსპექტირებებისა და გამოვლენილი სამართალდარღვევების, ასევე მოქალაქეთა მომართვიანობის რაოდენობა. სტატისტიკური მონაცემები ასეთია:

145 ფაქტზე ორგანიზაციებს დაეკისრათ ჯარიმა, გაიცა 53 გაფრთხილება, სავალდებულოდ შესასრულებელი 270 დავალება და რეკომენდაცია. 11 საქმე გადაეცა სხვადასხვა უწყებას რეაგირებისთვის და შესასწავლად, მათ შორის, დანაშაულის ნიშნების არსებობის გამო.

გაზრდილია გაწეული კონსულტაციების რაოდენობა და მოქალაქეთა აქტიურობაც. 4800-ზე მეტი კონსულტაციიდან, რომელიც ორგანიზაციებისა და მოქალაქეებისთვის გაიცა, ნახევარი სწორედ მოქალაქეებზე მოდიოდა. გაუმჯობესებულია ორგანიზაციების ინფორმირების დონეც. გასულ წლებთან შედარებით, პროგრესია მონაცემთა დამუშავების საფუძვლების იდენტიფიცირებისა და შენახვის ვადების თვალსაზრისით.

კერძო სექტორში მონაცემთა დამუშავების კუთხით ინსპექტორის აპარატმა 2017 წელს 270 სხვადასხვა ბიზნეს პროცესი შეისწავლა, მათ შორის, შემდეგ ორგანიზაციებსა და სექტორებში:

დამატებით, ინსპექტორის აპარატმა კერძო ორგანიზაციებს 1500 -ზე მეტი ზეპირი და წერილობითი კონსულტაცია გაუწია, რის შედეგადაც შესაძლებელი გახდა კანონმდებლობით განსაზღვრული ვალდებულებების შესრულება და შესაძლო სამართალდარღვევების თავიდან აცილება.

რაც შეეხება საჯარო ორგანიზაციებს, ინსპექტორმა მონაცემთა დამუშავების, მათ შორის, შეგროვების, გამოყენების, გამჟღავნების, მესამე პირებისათვის გადაცემის 115 ფაქტი შეისწავლა. საჯარო უწყებებს აპარატმა გაუწია 900-ზე მეტი ზეპირი და წერილობითი კონსულტაცია.

სამართალდამცავ სექტორზე ზედამხედველობისას ინსპექტორის აპარატმა, როგორც განცხადებების განხილვის, ასევე ინსპექტირებების ფარგლებში მონაცემების კანონიერება 77 შემთხვევაში შეისწავლა, კერძოდ:

19 შემთხვევაში ორგანიზაციებს შეეფარდათ ჯარიმა, 4 შემთხვევაში – გაფრთხილება, 23 შემთხვევაში კი მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად პასუხისმგებლობის დაკისრება ვერ მოხდა ხანდაზმულობის ვადის გასვლის გამო. ინსპექტორის აპარატმა სამართალდამცავ ორგანოებს 130-ზე მეტი კონსულტაცია გაუწია.

რაც შეეხება სატელეფონო კომუნიკაციის ფარული მიყურადებისა და ჩაწერის სტატისტიკურ მაჩვენებელს, აპარატში შემოვიდა მოსამართლის 699 განჩინება ფარული მიყურადება-ჩაწერის დაწყების, გაგრძელების, დაკანონების, ნაწილობრივ დაკმაყოფილებისა და უარის შესახებ.

2017 წლის 31 მარტამდე ფარული საგამოძიებო მოქმედებების ორეტაპიანი ელექტრონული სისტემის მეშვეობით თანხმობა არ გაიცა 4 შემთხვევაზე. 2017 წლის აპრილიდან შეჩერების მექანიზმი გამოყენებულ იქნა 21 განჩინების/დადგენილების შემთხვევაში. ინსპექტორის აპარატმა 10 განჩინებში არსებული ბუნდოვანება-უზუსტობის თაობაზე აცნობა კონტროლის ელექტრონული სისტემის მეშვეობით უფლებამოსილ ორგანოს. ხარვეზი აღმოფხვრა კანონით დადგენილი წესით, შესაბამის ვადაში.

საანგარიშო პერიოდში ინსპექტორმა ვიდეოთვალთვალის წესების დარღვევის გამო, 25 ორგანიზაციას დაეკისრა შესაბამისი პასუხისმგებლობა ჯარიმისა და გაფრთხილების სახით. პირდაპირი მარკეტინგის განხორციელების წესების დარღვევის გამო ორგანიზაციები დაჯარიმდნენ 23 შემთხვევაში.

2017 წლის განმავლობაში აპარატმა შეისწავლა 30-ზე მეტი საერთაშორისო შეთანხმებისა თუ ხელშეკრულების პროექტი, არაერთ საკანონმდებლო აქტზე მომზადდა დასკვნა და რეკომენდაციები. საქართველომ უმასპინძლა ცენტრალურ და აღმოსავლეთ ევროპის პერსონალურ მონაცემთა დაცვის საზედამხედველო ორგანოების გაერთიანების (CEEDPA) მე-19 სხდომას.

საზოგადოების ცნობიერების ამაღლების მიზნით ჩატარდა არაერთი ღონისძიება და კამპანია, რომლებზე წვდომამ ჯამში 600 000-ს გადააჭარბა. ევროკავშირისა და გაეროს განვითარების პროგრამის ხელშეწყობით შემუშავდა საზოგადოებასთან ურთიერთობის სტრატეგია და დაიწყო მუშაობა ახალ ვებგვერდზე, რომელიც ხელმისაწვდომი იქნება შეზღუდული შესაძლებლობების მქონე მოქალაქეებისთვის.

პერსონალურ მონაცემთა დაცვის ინსპექტორი საქართველოს მთავრობასა და პარლამენტს ანგარიშს წელიწადში ერთხელ წარუდგენს. ეს ინსპექტორის რიგით მეხუთე ანგარიშია.

https://personaldata.ge/manage/res/images/2018/angarishi/angarishi_2017.pdf

უზენაესმა სასამართლომ კიდევ ორი ახალი კრებული გამოსცა სამოქალაქო საქმეებზე

gregs

უზენაესი სასამართლოს ეროვნული სასამართლო პრაქტიკის შესწავლისა და განზოგადების განყოფილების მიერ გამოიცა ორი ახალი კრებული სამოქალაქო პალატის მიერ განხილულ საქმეებზე.

2017 წლის მე-11 ნომერი ეძღვნება სახელშეკრულებო სამართალს. ამ ნომერში თავმოყრილია ნასყიდობასთან, იჯარასთან, სესხთან, ნარდობასთან, დაზღვევასთან, საბანკო გარანტიასთან, ერთობლივ საქმიანობასთან და სამისდღესიო რჩენასთან დაკავშირებული დავები.

2017 წლის მე-12 ნომერში გაერთიანებულია უზენაესი სასამართლოს ის გადაწყვეტილებები, რომლებიც დაკავშირებულია საცხოვრებელი სადგომიდან გამომდინარე დავებთან.

2017 წლის # 11 გადაწყვეტილებათა კრებული სამოქალაქო საქმეებზე

2017 წლის # 12 გადაწყვეტილებათა კრებული სამოქალაქო საქმეებზე